Paige Job Bank fox markPAIGE JOB BANKEVERY JOB IN THE WORLD

საგამოძებო სამსახური

GEPosted 31 Oct 2026Remoteplaintext_31

საგამოძიებო სამსახურის შესახებ -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური GEO ENG GEO ENG მთავარი ჩვენ შესახებ საგამოძებო სამსახური სამსახურის უფროსი და მოადგილეები სტრუქტურა სამართლებრივი ბაზა სიახლეები ახალი ამბები ვიდეო გალერეა ფოტო გალერეა საერთაშორისო თანამშრომლობა პარტნიორობა და თანამშრომლობა მემორანდუმები საჯარო ინფორმაცია ანგარიშები კარიერა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია სასარგებლო ინფორმაცია რა არის საჯარო ინფორმაცია კონტაქტი საგამოძებო სამსახური ჩვენ შესახებ საგამოძებო სამსახური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საგამოძიებო სამსახურის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალ, სპეციალურ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახური საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად, სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას. საგამოძიებო სამსახურის უფროსს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საგამოძიებო სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. მისია, ხედვა, ღირებულებები საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის პრევენციის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შედეგად, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრა; ამოცანების განხორციელებისას აქტიური თანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, სამართალდამცავ ორგანოსთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან; ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და დასანერგად, საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეგა უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და საგამოძიებო სფეროში არსებული მაღალი სტანდარტების დანერგვა; სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს. ისტორია 2004 წელს შეიქმნა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლისა და საბიუჯეტო თანხების მართლზომიერი განკარგვის მაკონტროლებელი სამსახური. 2007 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამი სამსახური - ფინანსური პოლიცია, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტები ერთ უწყებად - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურად გაერთიანდა. 2009 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროში განხორციელებული კიდევ ერთი სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის, საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტები და სპეციალური დანიშნულების რაზმი გაერთიანდა საქვეუწყებო დაწესებულების ფარგლებში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურად ჩამოყალიბდა. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, რომლის თანახმადაც შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. საგამოძიებო სამსახურის მთავარ მიზანს წარმოადგენს: ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კეთილსინდისიერი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა. დასახული მიზნის მისაღწევად, საგამოძიებო სამსახური მაღალ პროფესიულ დონეზე, სრული მოცულობით ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, სათანადო ექსპერტიზას, დანაშაულის პრევენცია-გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საგამოძიებო სამსახურის ძირითად ამოცანად და უფლებამოს

Source: plaintext_31. Description and metadata as published by the employer or its applicant tracking system on 2026-10-31. The apply link goes to the original source. Paige JobBank does not accept applications on the employer's behalf.
Similar jobs
Roche

治疗领域经理 - 乳腺癌新品 - 广州

Guangzhou, CN · 12 Oct 2026
View job →
Roche

Stagiaire Affaires Réglementaires (d/f/m)

Paris, GB · 12 Oct 2026
View job →
Ing

Head of Human Interactions (Business Banking Spain)

Madrid (Vía de los Poblados), DE · 15 Oct 2026
View job →
Maersk

Supervisor- Hubbing & Consolidation

SG · 01 Oct 2026
View job →
Roche

治疗领域经理 - 乳腺癌新品 - 杭州

Hangzhou, CN · 12 Oct 2026
View job →